ბიძინა, ორ მილიარდს მე გადაგიხდი, დაგვაბრუნე ევროპაში!” – ამ სიტყვებით მიმართავს ფადი ასლი ბიძინა ივანიშვილს.
ფადი ასლი ირაკლი კობახიძის მიერ გამართულ პრესკონფერენციას ეხმაურება, სადაც პრემიერმა თქვა, რომ ივანიშვილი არ შეხვდება არც ჯიმ ო’ბრაიენს და არც სხვა ევროპელ პოლიტიკოსებსა თუ დიპლომატებს.
დარწმუნებული ვარ, რომ თქვენც იგივე შენიშნეთ: როდესაც ირაკლი კობახიძე საუბრობს, ის არ საუბრობს როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ის საუბრობს როგორც ბიძინა ივანიშვილის პრესმდივანი,” – წერს ფადი ასლი.
როგორც ირაკლი კობახიძემ დღეს განაცხადა, “ივანიშვილმა დასავლეთს მიანდო 2 მლრდ დოლარი, რომელიც გლობალური ომის პარტიის ხელში აღმოჩნდა– ვიდრე შანტაჟი არ დასრულდება, ის ვერავითარ შეხვედრას ვერ გამართავს “.