„კაცობრიობა არ არის მზად შემდეგი პანდემიისთვის – მიუხედავად ყველაფრისა, რაც ვისწავლეთ Covid-ის შესახებ“,- ამის შესახებ გლობალური მზადყოფნის მონიტორინგის საბჭო წლიურ ანგარიშშია ნათქვამი.
დაწესებულების ექსპერტები ითხოვენ გადაუდებელი ზომების მიღებას დაავადების შესაძლო ახალი ფართომასშტაბიანი გავრცელების თავიდან ასაცილებლად.
აღნიშნულია, რომ თანამედროვე სამყაროს მრავალი მახასიათებელი ზრდის ახალი პანდემიის რისკს.
„H5N1 ფრინველის გრიპი აგრძელებს გავრცელებას ინფიცირებული პირუტყვიდან და ფრინველიდან შეერთებულ შტატებში. ასევე პანდემიის პოტენციალის მქონე ჩუტყვავილას ახალი ვარიანტი სწრაფად ვრცელდება. ცენტრალურ აფრიკაში“,- წერს უცხოური მედია.
ექსპერტები იხსენებენ, რომ რუანდაში ათზე მეტი ადამიანი უკვე გარდაიცვალა მარბურგის ვირუსის შედეგად.
„კაცობრიობას უფრო კარგად შეუძლია თავიდან აიცილოს ეპიდემიები. მას აქვს უკეთესი სამედიცინო ზომები, რომლებსაც შეუძლიათ შეამცირონ ავადობა და სიკვდილიანობა. მსოფლიო მზადყოფნაში უნდა იყოს მომავალი პანდემიისთვის და ჰქონდეს კონკრეტული გეგმა, თუ სიტუაცია კონტროლს აღარ დაექვემდებარება“, – გვაფრთხილებს სააგენტო.
წყარო : primetime.ge