ავარიას ქუთაისელი ახალგაზრდა ემსხვერპლა. შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა. ავტომობილი ამობრუნდა და იქ მყოფი საბა ჭეიშვილი მძიმედ დაშავდა. 10 დღე იბრძოდნენ მედიკოსები მის გადასარჩენად, თუმცა სამწუხაროდ ახალგაზრდა დღეს გარდაიცვალა.
საბა ჭეიშვილი სპორტსმენი იყო. რაგბის კლუბ ა ‘აიას’ ჭაბუკთა ა ლიგის მოთამაშე გახლდათ. ცოტა ხნის წინ კლუბის ადმინისტრაციამ სამძიმრის წერილი გაავრცელა:
“დღევანდელი დღე უმძიმესი ტრაგედიით დაიწყო ქუთაისური და მთლიანად ქართული სარაგბო ოჯახისთვის. გარდაიცვალა ‘აიას’ ჭაბუკთა ა ლიგის მოთამაშე საბა ჭეიშვილი… რაგბიზე უზომოდ შეყვარებული ახალგაზრდა რამდენიმე დღის წინ საშინელ ავტოკატასტროფაში მოყვა და მას შემდეგ სიცოცხლისთვის იბრძოდა”.
“საუკეთესო ბიჭი იყო, სპორტსმენი, წარმატებული მოსწავლე და შემდეგ წარმატებული სტუდენტი” – ასე ახასიათებენ ქუთაისში საბას.
ახალგაზრდა ქუთაისის საზოგადოებრივი კოლეჯის, “ალმა მატერის” სტუდენტი იყო.
“დღეს ქუთაისური მზეც რა მორიდებულად ანათებს, ღრუბლებს მიღმა იმალება , თითქოს რაღაცის რცხვენიაო… შერცხვებოდა აბა რა იქნებოდა! დილით ჩვენი მზე ბიჭის გულისძგერა შეწყდა სამუდამოდ! ანგელოზთა საუფლოვ, ერთი ლამაზი, ხუჭუჭა, მზისფერი ანგელოზი შემოემატა თქვენს რიგებს. გთხოვთ, დააფრთიანოთ , გულზე მიიკრათ და უფალთან წარუძღვეთ ზეციურ ცხოვრებაში ახალფეხშედგმულ” – ნათქვამია “ალმა მატერის” განცხადებაში.
წყარო: www.ambebi.ge