შესაძლებელია წყალმოვარდნები, მეწყრულ-ღვარცოფული პროცესები – გაფრთხილება ამინდის შესახებ!

14 მაისამდე საქართველოში დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 14 მაისის დღის ბოლომდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა, ზღვაზე 3-4-ბალიანი შტორმული ღელვა, მაღალ მთაში ზოგან თოვლი.

“მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს“, – აცხადებენ სააგენტოში.

15 მაისიდან ტემპერატურა ქვეყანაში შედარებით მოიმატებს და დათბება.