ბიძინა ივანიშვილის დაფინანსებით აშენებული ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტები გაიფიცნენ
მასშტაბურ გაფიცვას უერთდებიან ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებიც. როგორც მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ისინი დგანან იქ, სადაც თავისუფალი საქართველოა, ამიტომ უარს ამბობენ ლექციებზე შესვლაზე.
“გვინდა გამოვეხმაუროთ მიმდინარე მოვლენებს და კიდევ ერთხელ მკაფიოდ დავაფიქსიროთ, რომ კიუ-ს სტუდენტები დგანან იქ, სადაც დგას თავისუფალი საქართველო.
შესაბამისად, ჩვენ ვუერთდებით ქვეყანაში არსებულ საერთო სტუდენტურ პროტესტს და ვტოვებთ აუდიტორიებს იქამდე, სანამ ხელისუფლება ე.წ. „გამჭვირვალობის კანონს” უკან არ გაიწვევს, დიდება საქართველოს!” – ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისთვის, ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით და სრული დაფინანსებით აშენდა.
ამ დროისთვის საქართველოს მასშტაბით 30-მდე უნივერსიტეტის სტუდენტები არიან გაფიცულები. ისინი უერთდებიან საპროტესტო ტალღას. დილიდან სხვადასხვა უნივერსიტეტიდან ლექტორები ავრცელებენ ფოტოებს, სადაც დაცარიელებული აუდიტორიებია გადაღებული.
წაიკითხეთ ასევე: