„პრაიმ ჰაუსის“ ყოფილი მონაწილე, თაია ჭიჭინაძე რეალითი შოუს მოქმედ მონაწილესა და მის ყოფილ ქმარს, ნიკოლოზ ქართველს საჯარო პოსტით მიმართავს:
„პირველი ფოტო, რომელსაც ვდებ, ზუსტად ერთი წლის წინ დადებული პოსტია, სადაც საჯაროდ გთხოვე, რომ შეგეჩერებინა ჩემზე ბულინგი და ცილისწამება, გამოსულიყავი და სიმართლე გეთქვა… შეგეჩერებინა შენი ახლანდელი ოჯახის წევრები ,იმიტომ, რომ ყველაზე მეტად შენ იცი, რომ მე გამყიდველი, დამნაშავე, გამქირავებელი არ ვიყავი! ამდენი ხანია, ვებრძვი შენი ახლანდელი ოჯახისგან ბულინგს, შეურაცხყოფას, დაცინვას და დამცირებას, რომელიც, სამწუხაროდ, აისახა ჩემს მენტალურ ჯანმრთელობაზე და დღეს მკურნალობის ხანგრძლივ კურსს გავდივარ…
უამრავი შეურაცხყოფა და დამცირება გამოვიარე, რის ფასად, რომ ჩუმად ვარ, ეს მხოლოდ მე ვიცი, მაგრამ მე პატივი ვეცი ჩემს თავს, პატივი ვეცი ჩემს წარსულს და ასევე, პატივი ვეცი ჩემი ცხოვრების განვლილ 6 წელს, აი, ზუსტად, ამ მიზეზებით ვარ ჩუმად, მაგრამ ეს მეტისმეტია…
რა იყო შენი ბოდიში? შენ თუ გულწრფელად გესმის ის, თუ რა შეცდომები დაუშვი ჩემთან, მაშინ დღეს ისევ გამქირავებელს რატომ მიწოდებს შენი ოჯახის წევრი?
ერთი წლის შემდეგ, კიდევ ერთხელ გთხოვ, იპოვე ძალა საკუთარ თავში და შენს გარემოცვაში, პატივი სცენ შენს სიტყვას და მორჩნენ ჩემი სახელის ხსენებას… (გარემოცვაში ოჯახის წევრებს ვგულისხმობ).
ჩემს ატვირთულ ფოტოებში კარგად და გარკვევით ჩანს, როგორ მომიხსენიებს, დამცინის და მაბულინგებს შენი ოჯახის წევრი…
ყველაფერს აქვს ამ სამყაროში საზღვარი და მათ შორის ჩემს მოთმინებას… მომეცით მშვიდად ცხოვრების საშუალება, მეტს არაფერს ვითხოვ, ნიკოლოზ ქართველი…“ – დაწერა თაია ჭიჭინაძემ.
ნახეთ ფოტოები, რომელსაც ის ავრცელებს↓
პირველი ფოტო რომელსაც ვდებ ზუსტად ერთი წლის უკან დადებული პოსტია,სადაც საჯაროდ გთხოვე რომ შეგეჩერებინა ჩემზე ბულინგი და…
Posted by Taia Chichinadze on Thursday, July 4, 2024