ფოთში, მდინარე რიონის მიერ გამორიყული ცხედარი ოჯახის წევრებმა ამოიცნეს. ის ერთი კვირის წინ დაკარგული ქუთაისელი 20 წლის ნინიკო გიორგაძეა.
ფოთში, მდინარე რიონთან, ახალგაზრდა ქალის ცხედარი გუშინ იპოვეს. ცხედარი ადგილობრივმა სანაპირო ზოლზე აღმოაჩინა და პოლიციაში დარეკა. ნინიკო გიორგაძეს 26 ივნისის საღამოდან ეძებდნენ.