ზოდიაქოს ყველაზე ძლიერი ქალი და მამაკაცი ნიშნები

ადა­მი­ა­ნის და­ბა­დე­ბის მო­მენ­ტში ზო­დი­ა­ქოს ნი­შა­ნი დიდ­წი­ლად გან­სა­ზღვრავს მის ხა­სი­ათს. გა­ი­ცა­ნით 3 ყვე­ლა­ზე ძლი­ე­რი ქალი და მა­მა­კა­ცი ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნის შე­ხე­დეთ. სტა­ტი­ის წა­კი­თხვის შემ­დეგ ამ ნიშ­ნით და­ბა­დე­ბულ ადა­მი­ა­ნებს სუს­ტებს ვე­ღარ უწო­დებთ!

ვერ­ძი

ვერ­ძის სიძ­ლი­ე­რე გან­პი­რო­ბე­ბუ­ლია ისე­თი თვი­სე­ბე­ბით რო­გო­რი­ცაა: დო­მი­ნი­რე­ბა, სი­ჯი­უ­ტე და შე­უ­პოვ­რო­ბა. რა თქმა უნდა, ზო­გი­ერთ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში, ეს მა­ხა­სი­ა­თებ­ლე­ბი შე­იძ­ლე­ბა გახ­დეს მი­ნუ­სიც. მაგ­რამ უნდა აღი­ნიშ­ნოს, რომ ვერ­ძი ქა­ლე­ბი სწო­რედ მათი წყა­ლო­ბით მი­დი­ან წინ, აღ­წე­ვენ თა­ვი­ანთ მიზ­ნებს და მა­ღა­ლი მიზ­ნის გუ­ლის­თვის ახერ­ხე­ბენ კომ­ფორ­ტის ზო­ნი­დან გა­მოს­ვალს. შე­საძ­ლოა, თქვე­ნი ნაც­ნო­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც ახერ­ხე­ბენ თავ­ბრუ­დამ­ხვე­ვი კა­რი­ე­რი­სა და ბედ­ნი­ე­რი ოჯა­ხის შერ­წყმას, ვერ­ძის ნი­შანს მი­ე­კუთ­ვნე­ბი­ან, რად­გან მათ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია რო­გორც ფი­ნან­სუ­რი კე­თილ­დღე­ო­ბა, ასე­ვე ში­ნა­უ­რუ­ლი კომ­ფორ­ტიც.

თხის რქა

გა­მოთ­ქმა “ვერ­ძი­ვით ჯი­უ­ტი” შე­იძ­ლე­ბა გა­მო­ვი­ყე­ნოთ რო­გორც ვერძზე, ასე­ვე თხის რქა­ზე. თხის რქა სა­პა­ტიო მე­ო­რე ად­გილს იკა­ვებს ჩვენს ტოპ სა­მე­ულ­ში. ამ ნიშ­ნის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის­თვის თით­ქოს არა­ფე­რია შე­უძ­ლე­ბე­ლი. თუ თხის რქა ქალ­მა და­ი­სა­ხა მი­ზა­ნი, მხო­ლოდ ერთი ვა­რი­ან­ტია, აუ­ცი­ლებ­ლად მი­აღ­წი­ოს იმას, რაც სურს. ამავდრო­უ­ლად, ეს მი­ზან­და­სა­ხუ­ლი ქალ­ბა­ტო­ნე­ბი ხში­რად აკე­თე­ბენ ყვე­ლა­ფერს სა­კუ­თა­რი ძა­ლე­ბით, არა­ვის დახ­მა­რე­ბის გა­რე­შე. მათ იცი­ან, რო­გორ პროგ­რე­სუ­ლად და მოთ­მი­ნე­ბით და­ი­პყრონ სი­მაღ­ლე­ე­ბი. მათ წა­მი­თაც არ ეპა­რე­ბათ ეჭვი სა­კუ­თარ წარ­მა­ტე­ბა­ში.

მო­რი­ე­ლი

მო­რი­ე­ლე­ბის შე­სა­ხებ ბევ­რი უსი­ა­მოვ­ნო მითი არ­სე­ბობს. ით­ვლე­ბა, რომ ეს ნი­შა­ნი ყვე­ლა­ზე პრობ­ლე­მუ­რი, სკან­და­ლუ­რი, ამ­პარ­ტა­ვა­ნია და ზოგი ამ­ბობს, რომ მო­რი­ე­ლე­ბი უბ­რა­ლოდ აუ­ტა­ნე­ლია. მაგ­რამ თუ რო­მე­ლი­მე ას­ტრო­ლოგს ჰკი­თხავთ, რო­მე­ლია ყვე­ლა­ზე ძლი­ე­რი ზო­დი­ა­ქოს ნი­შა­ნი ქა­ლებს შო­რის, აუ­ცი­ლებ­ლად გა­ი­გებთ: მო­რი­ე­ლი! ამ ქა­ლებს აქვთ წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი ბუ­ნებ­რი­ვი მაგ­ნე­ტიზ­მი და ქა­რიზ­მა, რო­მე­ლიც ხიბ­ლავს ყვე­ლას. ეს მათ სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს მი­აღ­წი­ონ უმაღ­ლეს თა­ნამ­დე­ბო­ბებს ისეთ ტრა­დი­ცი­უ­ლად “მამ­რო­ბით” სფე­რო­ებ­ში, რო­გო­რი­ცაა პო­ლი­ტი­კა, რად­გან მათ შე­უძ­ლი­ათ ად­ვი­ლად უხელ­მძღვა­ნე­ლონ თა­ნა­მო­აზ­რე­ე­ბის ბრბოს.

ზო­დი­ა­ქოს 3 ყვე­ლა­ზე ძლი­ე­რი მა­მა­კა­ცი

თხის რქა

და ისევ თხის რქა პირ­ველ სა­მე­ულ­შია, რად­გან ის უდა­ვოდ ზო­დი­ა­ქოს ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ძლი­ე­რი ნი­შა­ნია ორი­ვე სქესს შო­რის. თხის რქა მა­მა­კაცს აქვს ისე­თი თვი­სე­ბე­ბი, რო­გო­რი­ცაა: პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა სა­კუ­თა­რი თა­ვი­სა და საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის წი­ნა­შე. ოჯა­ხის გუ­ლის­თვის თხის რქე­ბი მზად არი­ან ცე­ცხლსა და წყალ­ში გა­ი­ა­რონ. თხის რქე­ბი ძა­ლი­ან ძლი­ე­რი ნე­ბის­ყო­ფის მქო­ნე, თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან. მათ აქვთ უნი­კა­ლუ­რი უნა­რი, წა­მოდ­გნენ ნე­ბის­მი­ე­რი წა­რუ­მა­ტებ­ლო­ბის შემ­დეგ, მო­ი­შო­რონ მტვე­რი და გა­აგ­რძე­ლონ მიზ­ნის­კენ სწრაფ­ვა კი­დევ უფრო დიდი გამ­ძლე­ო­ბით. თხის რქა მა­მა­კა­ცე­ბი გამ­ძლე, რა­ცი­ო­ნა­ლუ­რი, სან­დო და სტრა­ტე­გი­უ­ლი გო­ნე­ბის მქო­ნეა. თხის რქას სამ­ყა­როს და­პყრო­ბის დე­ტა­ლუ­რი გეგ­მა აქვს. ეს მა­მა­კა­ცე­ბი არ­ცთუ ისე ემო­ცი­უ­რე­ბი არი­ან, რაც მათ სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს დაკ­ვირ­ვე­ბით შე­ა­ფა­სონ სი­ტუ­ა­ცია. მე­ო­რე მხრივ, სი­ცი­ვე ასე­ვე თხის რქის სი­სუს­ტეა, რად­გან გრძნო­ბე­ბის შე­კა­ვე­ბი­სა და კონ­ტრო­ლის ჩვე­ვის გამო, მათ შე­უძ­ლი­ათ გა­ნი­ცა­დონ ემო­ცი­უ­რი გა­დაწ­ვა.

ლომი

რო­გორც ჩანს, უკვე ყვე­ლამ იცის, რომ ლომი ზო­დი­ა­ქოს ყვე­ლა­ზე ძლი­ე­რი ნი­შა­ნია, მაგ­რამ რა­ტომ? რა არის მისი სა­ი­დუმ­ლო? ლო­მე­ბი ძა­ლი­ან ამა­ყე­ბი არი­ან. ასე­ვე ამ­ბი­ცი­უ­რე­ბი და წარ­მა­ტე­ბის­კენ მი­მარ­თუ­ლე­ბი. ლომი კა­ცე­ბი ცდი­ლო­ბენ ცხოვ­რე­ბის ყო­ვე­ლი წუთი რა­ი­მე სა­სარ­გებ­ლოს და­უთ­მონ, უსაქ­მუ­რო­ბა მათ­თვის აუ­ტა­ნე­ლია. ლომ მა­მა­კაცს აქვს მტკი­ცე პო­ზი­ცია ნე­ბის­მი­ერ სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით და არა­სო­დეს ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა თა­ვის პრინ­ცი­პებს. მისი ცხოვ­რე­ბა უწყვე­ტი ბრძო­ლაა მზის ქვეშ ად­გი­ლის დამ­კვიდ­რე­ბის­თვის. ლო­მე­ბი გა­ბე­დუ­ლად იღე­ბენ ურ­თუ­ლეს და­ვა­ლე­ბებს და, რო­გორც წესი, სა­ო­ცა­რი გა­ბე­დუ­ლე­ბით უმკლავ­დე­ბი­ან მათ.

მო­რი­ე­ლი

და ისევ ეს წი­ნა­აღ­მდე­გობ­რი­ვი და იდუ­მა­ლი მო­რი­ე­ლე­ბი. ისი­ნი არი­ან ზო­დი­ა­ქოს ყვე­ლა­ზე ძლი­ე­რი ნიშ­ნე­ბის რე­ი­ტინ­გის მუდ­მი­ვი გმი­რე­ბი მა­მა­კა­ცებ­სა და ქა­ლებ­ში. თქვენ არ შე­გიძ­ლი­ათ უარ­ყოთ მო­რი­ე­ლე­ბის თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლო­ბა და მონ­დო­მე­ბა. სა­ო­ცა­რია, რო­გორ ვლინ­დე­ბი­ან ამ ნიშ­ნის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ცხოვ­რე­ბის ურ­თუ­ლეს ვი­თა­რე­ბა­ში: გუ­ლის წას­ვის ნაც­ვლად, ყვე­ლა რე­სურ­სის მო­ბი­ლი­ზე­ბას ახ­დე­ნენ და ბრწყინ­ვა­ლედ გა­მო­დი­ან რთუ­ლი სი­ტუ­ა­ცი­ი­დან გა­მარ­ჯვე­ბუ­ლე­ბი. მო­რი­ე­ლე­ბი ძა­ლი­ან მრა­ვალ­მხრი­ვე­ბი არი­ან – მათ ხა­სი­ათ­ში შე­იძ­ლე­ბა თა­ნა­არ­სე­ბობ­დეს კო­მუ­ნი­კა­ბე­ლუ­რო­ბა და სა­ი­დუმ­ლო­ე­ბა, ემო­ცი­უ­რო­ბა და თავ­შე­კა­ვე­ბა, ეგო­იზ­მი და ალ­ტრუ­იზ­მი.