ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები მესამე, საბოლოო მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა.
საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივა კომიტეტის სხდომაზე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ წარადგინა. მისი განცხადებით, ცვლილებებში მთავარი ის არის, რომ 2006 წლის შემდეგ პირველად იზრდება კომპენსაციის ზედა ჭერი 1000 ლარამდე, მარჩენალდაკარგულებისთვის კი ეს თანხა 1200 ლარია.