ცნობილია, რატომ დააკავა პოლიციამ დორტმუნდში ქართველი გულშემატკივარი

ქართველი გულშემატკივრები გერმანულ პოლიციას დაუპირისპირდნენ.

დაპირისპირების დროს ერთი ადამიანი დააკავეს.

პოლიციაში აცხადებენ, რომ დაკავებულმა პიროტექნიკა ისროლა, რისი გამოყენებაც დორტმუნდში აკრძალულია.

ასევე, დორტმუნდის ტრიბუნაზე თურქ და ქართველ გულშემატკივრებს შორის დაპირისპირება მოხდა.

დღეს ქართული ფეხბურთისთვის ისტორიული თარიღია. ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრები პირველ თამაშს თურქეთთან მართავს. თამაშის ყურება საქართველოს ყველა დიდ ქალაქში დიდ ეკრანებზე იქნება შესაძლებელი.

რა გახდა თურქ და ქართველ გულშემატკივრებს შორის დაპირისპირების მიზეზი