პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით გასამართლებული და პრეზიდენტის მიერ შეწყალებული ლაზარე გრიგორიადისი სალომე ზურაბიშვილის ახალგაზრდებთან შეხვედრას ესწრებოდა.
მან პრეზიდენტს სიტყვითაც მიმართა და მადლობა გადაუხადა. “სიტყვები არ მყოფნის, [პროსტა] ისე მიყვარხართ და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ დღეს თქვენ ჩვენი პრეზიდენტი ხართ, მადლობა დიდი,“ – თქვა ლაზარე გრიგორიადისმა.
გრიგირუადისს ზურაბიშვილმაც უპასუხა და აღნიშნა, რომ შეწყალება პრეზიდენტის დისკრეციული უფლებაა, რაზედაც მადლობა საჭირო არ არის.