საქართველოში, 4 ივნისს კერძოდ რაჭაში რამდენიმე საათიანი შუალედით ორი მიწისძვრა მოხდა. სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრემ 3.7 და 5.4 მაგნიტუდა შეადგინა. მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ ონიდან სამხრეთ– აღმოსავლეთი 10 კილომეტრში, სოფელი ირი იყო. შემთხვევას მსხვერპლი ან ნგრევა არ გამოუწვევია.
სტიქიამდე რამდენიმე დღით ადრე კი ცნობილმა ეზოტერიკოსმა გოგა მანიამ სოციალურ ქსელში სტატუსი გამოაქვეყნა და დაწერა, რომ შოვის მსგავსი პრობლემა საქართველოს 5 სხვადასხვა ადგილას მოხდება.
„30.05.2024 საქართველო გაუძელი.
დაიცავით ერთმანეთი სიფრთხილე გმართებთ !!
5 სხვადასხვა ადგილას შოვის მსგავსი პრობლემაა მოსალოდნელი. ცის და მიწის შეერთება დაზიანებული სახლები და მანქანები!!
ისტორია მეორდება 13 !!“, – წერდა გოგა მანია.