4 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

ყველაზე აქტუალური, ამ ეტაპზე, თქვენთვის მატერიალური საკითხებია, შესაძლოა, გაუქმდეს, ან დაირღვეს ფინანსური კონტრაქტი, ასევე, შესაძლოა, სესხებთან და კრედიტებთან დაკავშირებით, გარკვეულმა გაუგებრობებმა იჩინოს თავი.

კურო

დღეს მოერიდეთ საყიდლებს, შესაძლოა, შენაძენით იმედგაცრუებული დარჩეთ. პარტნიორული საკითხები მეტ ყურადღებას მოითხოვს, როგორც პირად, ასევე საქმიან სფეროში.

ტყუპები

არის ალბათობა, ქრონიკულმა დაავადებებმა თავი გაგახსენოთ, კარგი იქნება, მიხედოთ ჯანმრთელობას, პროფილაქტიკის საკითხებსა და მიაკითხოთ გამაჯანსაღებელ დაწესებულებებს.

კირჩხიბი

ყურადღება გაამახვილეთ ბავშვებთან დაკავშირებულ საკითხებზე. მოერიდეთ აზარტულ თამაშებს, ნუ ენდობით ახალგაცნობილ ადამიანებს.

ლომი

შესაძლოა, გარკვეულმა სიტუაციებმა გიბიძგოთ საცხოვრებელი ადგილის შეცვლისკენ. მოჭარბებული ენერგია მიმართეთ შემოქმედებითი საქმიანობისკენ, ასევე, სახლისა და ოფისის გენერალური გადახალისებისკენ.

ქალწული

შესაძლოა, გართულდეს ურთიერთობები ირგვლივ მყოფებთან, ასევე, მატულობს გაუგებრობების ალბათობა როგორც ოჯახში, ასევე მეზობლებთან და კოლეგებთან.

სასწორი

შესაძლოა, ფინანსურ საკითხებში გარკვეულმა პრობლემებმა, ან გაუთვალისწინებელმა ხარჯებმა იჩინოს თავი. თუმცა, სიტუაცია შეიძლება, თქვენს სასიკეთოდ მოტრიალდეს და მოულოდნელად გადაჭრათ ძველი პრობლემები.

მორიელი

ეს დღე გაამძაფრებს შფოთს და გაღიზიანებას. გამოიჩინეთ სიფრთხილე, არ გარისკოთ, რაც უნდა მაცდუნებელი წინადადება მიიღოთ, შესაძლოა, მან სამომავლოდ სერიოზული პრობლემები შეგიქმნათ.

მშვილდოსანი

მოიმატებს მოტყუების ალბათობა, მოერიდეთ ინტრიგებს. შესაძლოა, ნათელი მოეფინოს თქვენი არაკეთილმოსურნე ნაცნობ-მეგობრების საიდუმლო და ბნელ მხარეებს.

თხის რქა

არ დაუშვათ განხეთქილებები და ურთიერთობების გამწვავება მეგობრებთან და თანამოაზრეებთან. დღე არ არის სასურველი არანაირი შენაძენისთვის.

მერწყული

პრობლემებია მოსალოდნელი საქმესთან დაკავშირებით, ხელმძღვანელ პირებთან ურთიერთობისას. შესაძლოა, გართულდეს მარტივი გაუგებრობებიც კი.

თევზები

შესაძლოა, თავი იჩინოს დაძაბულობამ, დიდია, ასევე, გაუგებრობების ალბათობა, განსაკუთრებით მათთან, ვისთანაც დისტანციური ურთიერთობა გაკავშირებთ. გამოიჩინეთ წინდახედულობა და მეტი დიპლომატია.