დღეს, პარლამენტმა “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” პრეზიდენტის ვეტო დაძლია. სესიის დასასრულს ოცნების დეპუტატებმა საკანონმდებლო ორგანო აქციისა და შეძახილების ფონზე დატოვეს.
- ვიდეოში, რომელიც სოციალურ ქსელში ვრცელდება, ისმის, როგორ ეძახის აქციის ერთ-ერთი მონაწილე მანქანებში მსხდომ დეპუტატებს: “მონებო, გარბიხართ ბიძინასთან, წაჰყევით მოსკოვში..”
ამ დროს ერთ-ერთი მანქანიდან ოცნების დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე გადმოდის, რომელიც იქვე მდებარე ხილის დახლიდან ფორთოხალს იღებს და მოქალაქის მისამართით ისვრის.
შეგახსენებთ, რომ ერთი საათის წინ, პარლამენტმა “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია. ფრაქცია “ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილ და სალომე ზურაბიშვილის მიერ ვეტოდადებულ პროექტს 84- ხმით დაუჭირეს მხარი.
წაიკითხეთ ასევე: