ეს გოგონა ნამდვილი აღმოჩენაა რეჟისორებისთვის. მასზე მთელ სერიალებს აგებენ და ამ სერიალებს უამრავი მაყურებელი ჰყავს. გოგონას ნიჭიერება და უშუალობა მაყურებლებზე ძალიან დიდ შთაბეჭდილებას ახდენს და დღეს ბერენ გიოქილდიზი კინოს ვარსკვლავია.
ბერენი 2009 წლის 29 სექტემბერს არის დაბადებული სტამბოლში. დედამ ადრევე შეამჩნია ბავშვს სამსახიობო ნიჭი, მიატოვა სამსახური და გოგონას მიუძღვნა თავი – ახლაც გამუდმებით მის გვერდით არის და ყველაფერში ეხმარება, რაც კი სჭირდება. მიუხედავად იმისა, რომ გოგონა ძალიან დაკავებულია კინოში, ასწრებს სკოლაში სიარულს და თანაც – კარგი მოსწავლეა.
მისი პირველი როლი იყო სერიალში “ჩემიქმრის ოჯახი” და გოგონამ მალევე მოიპოვა პოპულარობა. შემდეგ იყო ნამუშევარი სერიალში “დედა”, რომელიც განსაკუთრებულად წარმატებული აღმოჩნდა. ამ სერიალის მერე ის ნამდვილ ვარსკვლავად იქცა.
ეკრანებზე გამოჩნდ სერიალი მისი მონაწილეობით – “ჩემი შვილი”, რომელმც ნამდვილი ფურორი მოახდინა.
გოგონას არაერთი სერიოზული ჯილდო აქვს მიღებული, მათ შორის, როგორც “საუკეთესო პატარა მსახიობს”. ჰონორარებსაც ხშირად ისე უხდიან, როგორც ზრდასრულ მსახიობებს.
დედ-მამასთან ერთად
გოგონა თავისუფალ დროს ცეკვავს, ხატავს და მეგობრებთან ერთად სეირნობს. ამბობენ, რომ მისი სახით თურქეთს საკმაოდ პერსპექტიული მომავალი მსახიობი ეზრდება.
ბერენი ამჟამად 14 წლისაა.
ნახეთ მისი ახალი ფოტოები.