რამდენიმე დღის წინ ტელეკომპანია იმედი რამდენიმე ჟურნალისტმა დატოვა. სიაში მოხვდნენ დილის გადაცემის წამყვანები – ეკა ამირეჯიბი, ზურა ბალანჩივაძე და ნათია ორველაშვილი. რაც შეეხება “პრაიმშოუს“ – ნინი ბადურაშვილი და სალომე ღვინიაშვილი.
ნოე სულაბერიძე:
– არ დაშლილა “პრაიმშოუ”, მაგას თუ მეკითხებით, არავინ არ წასულა.
– არ წასულან გადაცემიდან სალომე ღვინიაშვილი და ნინი ბადურაშვილი?
– არ დაშლილა მაგას ნიშნავს, რომ არავინ არ წასულა.
ის, რომ გადაცემა და ტელეკომპანია “იმედი“ არ დაუტოვებია, ნინი ბადურაშვილმაც დაგვიდასტურა. ჩვენს შორის ასეთი დიალოგი შედგა.