რუსთავში, შარტავას გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. საინფორმაციო სააგენტო “ინფო რუსთავის” ინფორმაციით, ავარიაში მოყვა ბოლო ზარის ავტომობილი. ერთმანეთს “მერსედესის”, “ბეემვეს” მარკის მსუბუქი ავტომობილები და “ოპელის” მარკის მიკროავტობუსი შეეჯახა. შემთხვევის დროს არავინ დაშავებულა.
ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი და სასწრაფო დახმარება.
ინფო რუსთავი