1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7596 ლარი გახდა.
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7596 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7323 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0273 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.0002 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9577 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0425 ლარი შეადგინა.
შეგახსენებთ, ეროვნულმა ბანკმა დღეს ლარის გაუფასურების შესარბილებლად 60 მილიონი დოლარი გაყიდა.