“ანონიმუსი” თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციებს ეხმაურება:
“საქართველოში საპროტესტო აქციის მონაწილეებო, ჩვენ გვესმის თქვენი დახმარების თხოვნა. თქვენ არ ხართ მარტო. ანონიმუსის წევრები თქვენთან ერთად დგანან და დაგეხმარებიან, რომ იბრძოლოთ დემოკრატიისთვის, თავისუფლებისა და კეთილდღეობისთვის!
ქართველო პოლიციელებო: მშვიდობიან დემონსტრანტებზე თავდასხმა გამოიწვევს თქვენი მთავრობის ყველა ოფიციალური პირის შესახებ ინფორმაციის გავრცელებას. ჩვენ მოვიპოვებთ წვდომას თქვენს მონაცემთა ბაზებსა და ელექტრონულ ფოსტაზე და მასალებს ინტერნეტში განვათავსებთ. ეს არის თქვენი პირველი და ერთადერთი გაფრთხილება.
“ოცნების” პარტიას, რომელსაც რუსეთი უჭერს მხარს, გვინდა ვუთხრათ, საქართველო არ არის რუსეთი და არასოდეს იქნება.
გველოდეთ” | წერს “ანონიმუსი