მიხეილ სააკაშვილი მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება

ქართული ოცნების მიერ, რუსული კანონის მესამე მოსმენით მიღებას საქართველოს მესამე პრეზიდენტი ეხმაურება და პარალელებს ავლებს ასლან აბაშიძის ქმედებებთან:

“2004 წელს ასლან აბაშიძემ ჩატეხა ხიდები დანარჩენ საქართველოსთან.  მაშინ ქართველმა ხალხმა გადაარჩინა საქართველოს ერთიანობა.
დღეს საქართველოს პარლამენტმა გაწყვიტა კავშირი ცივილიზებულ სამყაროსთან, დღესაც საქართველოს გადარჩენა კვლავ ქართველი ხალხის ხელშია.” წერს მიხეილ სააკაშვილი.

შეგახსენებთ, რომ დღეს კომიტეტმა მესამე მოსმენით 84 ხმით ,,რუსული კანონი” მიიღო.
პარლამენტთან დილის 10 საათიდან არიან შეკრებილი მომიტინგეები, ბოლო რამდენიმე საათია კი დაკავებებმა აქციაზე მასშტაბური სახე მიიღო. მხოლოდ დღეს პროტესტის ათამდე მონაწილეა დაკავებეული, მათ შორის, სკოლის მოსწავლე.

სამართალდამცველებმა ლაზარე გრიგორიადისიც დააკავეს. ინფორმაცია ჟურნალისტებს ლაზარესმ ოჯახმა დაუდასტურა.