როგორი ანაზღაურება აქვთ პოლიტიკოსებს?

ქვეყნის განვითარებაში და მოსახლეობის ყოველდღიურობაში პოლიტიკოსები გადამწყვეტ როლს თამაშობენ. საინტერესოა, რა მოცულობის ხელფასს იღებს რიგითი პოლიტიკოსი სხვადასხვა ქვეყანაში.

PoliticalSalaries.com-მა 27 ქვეყნის პოლიტიკოსების საშუალო წლიური ხელფასი დაითვალა:

  • თურქეთი: 6,400 დოლარი წელიწადში
  • ჩინეთი: 19,000 დოლარი წელიწადში
  • პოლონეთი: 38,400 დოლარი წელიწადში
  • ესპანეთი: 40,000 დოლარი წელიწადში
  • უნგრეთი: 43,000 დოლარი წელიწადში
  • პორტუგალია: 50,280 დოლარი წელიწადში
  • რუსეთი: 52,400 დოლარი წელიწადში
  • საფრანგეთი: 73,850 დოლარი წელიწადში
  • შვეიცარია: 79,000 დოლარი წელიწადში
  • შვედეთი: 84,000 დოლარი წელიწადში
  • აშშ: 174,000 დოლარი წელიწადში

ამასთან, 100 000 დოლარზე მეტს იღებენ პოლიტიკოსები ახალ ზელანდიაში; ნორვეგიაში – 102 000 დოლარს; დანიაში – 103 000 დოლარს; იაპონიაში – 105 000 დოლარს; ნიდერლანდებში – 113 000 დოლარს წელიწადში. გაერთიანებულ სამეფოში საშუალოდ პოლიტიკოსის წლიური შემოსავალი 116 000 დოლარია, ირლანდიაში კი 117 000 დოლარი;

წელიწადში130 000-ზე მეტი დოლარის ოდენობის ხელფასი აქვთ პოლიტიკოსებს ავსტრიაში, იტალიასა და გერმანიაში.

რაც შეეხება კანადს, სინგაპურს და ავსტრალიას – ამ ქვეყნებში პოლიტიკოსთა წლიური ხელფასი 140 000 დოლარზე მეტია.

აღსანიშნავია, რომ ამ რეიტინგში არ მოხვდა არც საქართველო, არც აზერბაიჯანი და არც სომხეთი. როგორც უკვე აღვნიშნეთ, მეზობელი ქვეყნებიდან რეიტინგში შევიდა თურქეთი და რუსეთი.