„მადლობა გულშემატკივარს, სავსე იყო სტადიონი და 90 წუთის განმავლობაში გვამხნევებდნენ არ გაჩერებულან, მადლობა და ბოდიში, რომ გაწბილებულები გავუშვით“, – ამის შესახებ საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების თავდამსხმელმა, ბუდუ ზივზივაძემ ალბანეთთან მარცხის შემდეგ თქვა.
„რთული თამაში იყო, მეტოქე დაცვიდან გვეთამაშებოდა, ერთ მომენტში შეტევა გაგვეპარა და გოლი მივიღეთ. ჩვენ ძალიან ბევრი მომენტი გვქონდა, პირადად მე ორი ძალიან კარგი მომენტი მქონდა, რომელიც ვერ გამოვიყენე. ის მომენტი რომ გამომეყენებინა რომელიც პირველ წუთებზე მქონდა, სულ სხვანაირი თამაში წავიდოდა, უფრო მეტ უპირატესობას მოვიპოვებდით, თუმცა ფეხბურთია, ხდება.
წინ ორი ძალიან მნიშვნელოვანი თამაში გვაქვს. ჯგუფში სიტუაცია დაიძაბა, მაგრამ ვეცდებით, სიტუაცია შევცვალოთ ჩვენს სასიკეთოდ.
მადლობა გულშემატკივარს, სავსე იყო სტადიონი და 90 წუთის განმავლობაში გვამხნევებდნენ, არ გაჩერებულან, მადლობა და ბოდიში, რომ გაწბილებულები გავუშვით“, – ამბობს ბუდუ ზივზივაძე.