აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ინფორმაციით, მარიანის კუნძულებთან, საიპანზე, ძალიან ძლიერი მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრის სიმძლავრემ 6.3 მაგნიტუდა შეადგინა.
ამ ეტაპზე, სხვა დამატებითი ინფორმაცია: დაღუპულების თუ დაზარალებულების შესახებ, ნგრევაზე და ასე შემდეგ არ გავრცელებულა.
დამატებითი ინფორმაციის მიღებისთანავე აქვე გაცნობებთ დამატებით.
დღესვე, რუმინეთში, ბუზაუს ოლქში ძლიერი მიწისძვრა მოხდა. ბიძგების სიმძლავრემ 5,2 მაგნიტუდა შეადგინა.
მედიის ინფორმაციით, პირველადი ცნობით, ზარალისა და დაშავებული ადამიანების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.