ცნობილი ქართველი ჟურნალისტი გარდაიცვალა – რა ინფორმაცია გახდა ცნობილი
მოსკოვში ტელეჟურნალისტი ნიკოლაი სვანიძე გარდაიცვალა. ამის შესახებ გაზეთი Московский комсомолец იტყობინება. ინფორმაციას ადასტურებს უფლებადამცველი ევა მერკაჩევა.
სვანიძე 69 წლის იყო. მედიის ცნობით ბოლო წლებში მძიმედ დაავადდა, მას ცერებლარული დამბლა დაემართა.
სვანიძე რუსულ ტელევიზიაში მოღვაწეობდა.იყო სოციალურ-პოლიტიკური გადაცემების წამყვანი. 2013 წლიდან 2022 წლამდე მუშაობდა რადიოსადგურ Серебряный дождь-ში, სადაც ასევე უძღვებოდა საინფორმაციო და ისტორიულ გადაცემებს.
2022 წლის ნოემბერში რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სვანიძე ადამიანის უფლებათა საბჭოდან სხვა უფლებადამცველებთან და ჟურნალისტებთან ერთად გაათავისუფლა. მათ ნაცვლად პუტინმა საბჭოში დაამატა ისინი, ვინც უკრაინაში ომის მომხრე დღის წესრიგს უწყობდა ხელს.
2022 წლის დეკემბერში სვანიძე გაათავისუფლეს რუსეთის ადამიანის უფლებათა სახელმწიფო უნივერსიტეტის მასმედიის და რეკლამის ინსტიტუტის დირექტორის თანამდებობიდან, რომელიც მას თორმეტი წლის განმავლობაში ეკავა.
წყარო : Ambebi.ge