ჟურნალისტი გიორგი კობერიძე გარდაიცვალა

გარდაიცვალა საინფორმაციო გამოშვება „მოამბის“ ჟურნალისტი გიორგი კობერიძე.

გიორგი კობერიძე პირველ არხზე ბოლო რვა წლის განმავლობაში მუშაობდა და არაერთი მოვლენის ამსახველი სიუჟეტი ჰქონდა მომზადებული. იგი, როგორც პროფესიისთვის თავდადებული ადამიანი, დიდი პასუხისმგებლობით აშუქებდა მნიშვნელოვან მოვლენებს, როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.

„პრაიმტაიმი“ ღრმა მწუხარებას გამოთქვამს და თანაუგრძნობს გიორგის ოჯახს, მეგობრებსა და კოლეგებს.