14 წლის გოგოს 74 წლის კაცის მკვლელობისთვის პატიმრობა შეეფარდა

მკვლელობა ხაშურში – გორის სასამართლომ 14 წლის გოგოს პატიმრობა შეუფარდა. სკოლის მოსწავლე მძიმე ემოციურ მდგომარებაში იყო. მან დღეს მოსამართლეს მოკლე წინადადებით მიმართა. ტაქსის მძღოლის განზრახ მკვლელობას არასრულწლოვანი თავდაცვის მიზნით ხსნის.

დღეს გორის სასამართლოში პროცესი მედიისთვის დახურული იყო, რადგან საქმეში არასწრულოვანი ფიგურირებს.

ᲞᲠᲝᲙᲣᲠᲐᲢᲣᲠᲐᲛ ᲞᲐᲢᲘᲛᲠᲝᲑᲐ ᲛᲝᲘᲗᲮᲝᲕᲐ. ᲩᲕᲔᲜ, ᲠᲐ ᲗᲥᲛᲐ ᲣᲜᲓᲐ, ᲐᲠ ᲓᲐᲕᲔᲗᲐᲜᲮᲛᲔᲗ, ᲩᲕᲔᲜᲘ ᲞᲝᲖᲘᲪᲘᲐ ᲘᲧᲝ ᲒᲘᲠᲐᲝᲡ ᲒᲐᲛᲝᲧᲔᲜᲔᲑᲐ. ᲛᲝᲡᲐᲛᲐᲠᲗᲚᲔᲛ ᲨᲔᲐᲤᲐᲡᲐ ᲗᲐᲕᲘᲡ ᲨᲔᲮᲔᲓᲣᲚᲔᲑᲘᲡᲐᲛᲔᲑᲠ ᲛᲓᲒᲝᲛᲐᲠᲔᲝᲑᲐ ᲓᲐ ᲐᲛ ᲔᲢᲐᲞᲖᲔ ᲒᲐᲓᲐᲬᲧᲕᲘᲢᲐ, ᲠᲝᲛ ᲞᲐᲢᲘᲛᲠᲝᲑᲐ ᲒᲐᲛᲝᲔᲧᲔᲜᲔᲑᲘᲜᲐ. ᲑᲠᲐᲚᲓᲔᲑᲣᲚᲘ ᲫᲐᲚᲘᲐᲜ ᲪᲣᲓ ᲛᲓᲒᲝᲛᲐᲠᲔᲝᲑᲐᲨᲘᲐ, ᲛᲝᲒᲔᲮᲡᲔᲜᲔᲑᲐᲗ ᲑᲐᲕᲨᲕᲘᲐ. ᲔᲛᲝᲪᲘᲔᲑᲘᲡ ᲛᲐᲠᲗᲕᲐᲪ ᲕᲔᲠ ᲨᲔᲫᲚᲝ ᲓᲐ ᲫᲐᲚᲘᲐᲜ ᲛᲫᲘᲛᲔ ᲡᲐᲜᲐᲮᲐᲝᲑᲐ ᲘᲧᲝ”, – ᲐᲛᲑᲝᲑᲡ ᲐᲓᲕᲝᲙᲐᲢᲘ.  

მკვლელობა ხაშურში, მინის ქარხნის დასახლებასთან 2 დღის წინ მოხდა.

სკოლის მოსწავლე დანაშაულს აღიარებს და ამტკიცებს, რომ პენსიონერი კაცისგან თავს იცავდა. მოზარდმა გამომძიებლებს უთხრა, რომ ტაქსის მძღოლი მასზე სექსუალურ ძალადობას ცდილობდა, რა დროსაც  არასრულწლოვანმა კაცს დანით 40-მდე ჭრილობა მიაყენა.

მომხდარ დანაშაულთან დაკავშირებით, თავდაპირველად სამი სხვადასხვა ვერსია გავრცელდა. ადგილობრივების თქმით 15 წლის არასწრულწლოვანი, რომელიც სურამში დასასვენებლად იყო ჩასული 74 წლის ტაქსისტს დაყაჩაღების მიზნით დაემგზავრა. იმასაც ამბობენ, რომ გოგონას თან კიდევ ერთი არასრულწლოვანი ახლდა. გაუპატიურების მცდელობის ვერსია დაუჯერებელია იმ ადამიანებისთვის, ვინც პენსიონერს, კარგად იცნობდნენ, ზურაბ ლაშხს, რომელიც სურამის ცენტრში წლებია ტაქსაობდა.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, დაკავებულს 15 წლიანი პატიმრობა ემუქრება.