გორში, მდინარე მტკვარში მოზარდს ეძებენ

გორში, მდინარე მტკვარში მოზარდს ეძებენ. ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა Qartli.ge ავრცელებს და სამაშველო სამსახურზე დაყრდნობით წერს, რომ სამძებრო სამუშაოები სხვადასხვა ლოკაციაზე მიმდინარეობს.

გამოცემაწ წერს, რომ გოგო მდინარეში საბანაოდ შევიდა. პოლიცია და სამაშველო სამსახური კომბინატის დასახლებაში, რკინიგზის ხიდთან არიან მობილიზებულები.