ბახმაროსკენ მიმავალ გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ბათუმელი ახალგაზრდა თორნიკე კურცხალიძე დაიღუპა.
“ახალგაზრდა მოტოციკლით გადაადგილდებოდა, რა დროსაც ელექტრობოძს დაეჯახა და ადგილზე გარდაიცვალა.
შენს სუფთა გულს ვენაცვალე ძმაო, ნათელში იყოს შენი სული თოკა. მთელი ბათუმის სიამაყე და ყველას მეგობარი იყავი, ვინც კი გიცნობდა ძმაო. მეგობრის სიკვდილი საკუთარი სულის ნაწილის სიკვდილს ჰგავს… მშვიდობით…
რატომ ასე ადრე თოკა?! ჩემო ძმობილო არასდროს დამავიწყდება შენი მომღიმარე ლამაზი სახე. ყოველთვის მემახსოვრები ნათელი და სანთელი შენს ლამაზ სულს…” – წერენ დაღუპულის ახლობლები სოციალურ ქსელში.