საფრანგეთში ორი საბრძოლო თვითმფრინავი ჩამოვარდა. მიმდინარეობს პილოტების სამძებრო სამუშაოები.
ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, ავიაკატასტროფა შუადღისას მოხდა.
მედიის ინფორმაციით, დაღუპულთა შესახებ ინფორმაცია ამ ეტაპზე არ ვრცელდება.
ამავე ცნობით, ერთი პილოტი გადარჩა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ერთმა პილოტმა კატაპულტირება მოახერხა. იგი დაშავებულია, თუმცა გონზეა.
„სენტ-დიზიეს საჰაერო ბაზაზე (Haute-Marne) ორი გამანადგურებელი ერთმანეთს შეეჯახა“, – განაცხადა საფრანგეთის არმიის წარმომადგენელმა.