ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომელიც აგვისტოს ბოლომდე გამდიდრდება და დიდ წარმატებას მიაღწევს

ქალწული
ქალწულებს თავიანთი ბუნებრივი ხიბლითა და ლიდერული თვისებებით 2024 წლის

ზაფხულის ბოლომდე ახალი ბიზნესის, საქმის ან კარიერული შესაძლებლობების მოზიდვა შეუძლიათ. მომატებულ ენერგიასა და თავდაჯერებულობას იგრძნობთ, რაც დაგეხმარებათ, თქვენი შესაძლებლობები ბევრად უკეთ გამოხატოთ და ჩაერთოთ იმ პროექტებში, რომლებიც სულ მოგწონდათ, თუმცა განხორციელებას ვერ ბედავდით. ეს კი ფინანსურადაც დაგეხმარებათ და შემოსავლის დამატებით წყაროებს იპოვით.

მერწყული
2024 წლის ზაფხულის ბოლომდე ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლებს ექნებათ შესაძლებლობა, დამატებითი საქმეები აიღონ და შემოსვლის მიღების განსხვავებული გზა აღმოაჩინონ. ყურადღებით დააკვირდით ყველა შეთავაზებასა და წინადადებას. მეგობრებთან ერთად გასეირნებაზე, სხვადასხვა ღონისძიებაზე წასვლაზე უარს ნუ იტყვით. შესაძლოა, სწორედ იქ შეხვდეთ ადამიანს, რომელსაც თქვენთვის საინტერესო საქმიანი ინიციატივა ექნება და სამომავლო თანამშრომლობასაც შემოგთავაზებთ.

თევზები
როგორც ასტროლოგები ამბობენ, მომდევნო კვირების განმავლობაში თევზები იმაზე გაცილებით თავდაჯერებულები, ენერგიულები და მოტივირებულები იქნებიან, ვიდრე აქამდე. ზაფხული თქვენთვის კარიერული ზრდის თვალსაზრისით, შესანიშნავი პერიოდია. ერთი ის, რომ შესაძლოა, დამსაქმებელმა თქვენი თავდადება და შრომისმოყვარეობა დააფასოს და განსხვავებული, უფრო დაწინაურებული პოზიცია შემოგთავაზოთ. მეორე კი ის, რომ შესაძლოა თავადაც გადაწყვიტოთ უფროსთან დალაპარაკება და ხელფასის მომატების თხოვნა. ზოგადად, აღნიშნული პერიოდში თქვენთვის არაერთი ხელსაყრელი შეთავაზება იხსნება და გაქვთ შანსი, თქვენთვის სასურველ პროექტებში ჩაერთოთ.

წყარო: “ბომონდი”