შეიწყალებს თუ არა პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილს – “პასუხი გაცემულია”

“სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით ერთხელ და სამუდამოდ, პასუხი გაცემულია, მხოლოდ იმას აღვნიშნავ, რომ სააკაშვილის აქტუალიზაცია მხოლოდ და მხოლოდ „ოცნებას“ სჭირდება , – ასე უპასუხა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტის კითხვას, აპირებს თუ არა, ის ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შეწყალებას.

როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, ახლა სააკაშვილის საკითხი აქტუალური არ არის.

„ძალიან ნიშანდობლივია, რომ ყველა მისი სასამართლო ახლა ინიშნება, ყველა სასამართლოზე აძლევენ პირდაპირ ტრანსლაციას, ასეთი რამ არსად მინახავს – აძლევენ შეუზღუდავად პირდაპირ ტრანსლაციას, რომ პოლიტიკური გზავნილები იქიდან გააგზავნოს, იმიტომ, რომ „ოცნების“ ბოლო იმედია, ამომრჩეველი კიდევ სააკაშვილით შეაშინოს.

დღეს არ არის საკითხი, არ დგას, აქტუალური არ არის სააკაშვილი, დღეს აქტუალურია, რა მომავალი ექნება საქართველოს, ჯერ საქართველო უნდა გადავარჩინოთ და მერე სააკაშვილის ბედიც იქნება თავის ადგილზე“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.