იტალიაში, ავარიით დაღუპული ახალგაზრდა ქალი ლია შალამბერიძეა. არსებული ინფორმაციით, ის საქართველოში დასაბრუნებლად აეროპორტში მიდიოდა, რა დროსაც ტრაგედია მოხდა.
„მაკა შალამბერიძე – ორი შვილის დედა, რომელსაც 4 წელი არ ჰყავდა ნანახი შვილები, საქართველოში მიიჩქაროდა და მაგ დროს მოხდა ეს საშინელი ავარია… დიდი მწუხარებით ვუსამძიმრებთ ოჯახს და ემიგრანტებს“, – წერს ერთ-ერთი ემიგრანტი.
ცნობისთვის, დაღუპულები არიან 37 და 27 წლის კაცები და 34 წლის ლია შალამბერიძე.
არსებული ინფორმაციით, შემთხვევა გუშინ, ბრადანიკას სახელმწიფო გზაზე, ლაველოსა და სან ნიკოლა დი მელფის მონაკვეთზე, პოტენტინოს რაიონში მოხდა.
პირველადი ინფორმაციით, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა: ერთ-ერთში ქართველები იმყოფებოდნენ, ხოლო მეორეში 27 წლის კაცი, რომელიც წარმოშობით მატერადან იყო.
მედიის ინფორმაციით, ორი ადგილზე დაიღუპა, ხოლო მესამე დაშავებული – სასწრაფო დახმარების მისვლის შემდეგ