ცნობილია, როდის გამოქვეყნდება ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგები

გამოცდების ეროვნული ცენტრი განცხადებას ავრცელებს. 

„აბიტურიენტთა საყურადღებოდ! ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების გამოქვეყნება 3 აგვისტოდან ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყება.

 საკუთარი შედეგის გასაგებად აბიტურიენტი უნდა შევიდეს ვებგვერდზეhttps://online.naec.ge/defonline/ , შესაბამის ველში კი შეიყვანოს პირადი თერთმეტნიშნა ნომერი და ხუთნიშნა პაროლი.

 შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ეტაპობრივად, ნაშრომების გასწორების დასრულებისთანავე გამოაქვეყნებს აბიტურიენტთა პირველად შედეგებს სხვა საგამოცდო საგნებშიც“,- ნათქვამია განცხადებაში.