ბუდუ ზივზივაძე ის ფეხბურთელია, რომელმაც სურვილი გამოთქვა, რომ ევრო 2024-ზე ის გულშემატკივრები, რომლებიც გერმანიაში სასტუმროს ვერ იშოვიდნენ, მასთან სახლში დარჩენილიყვნენ, ხალხის სიყვარული არც იქამდე აკლდა, თუმცა მას შემდეგ საზოგადოებამ ფეხბურთელი ათმაგად შეიყვარა.პოპულარობის შემდეგ მედია მისი სახელითაც დაინტერესდა. როგორც ფეხბურთელის მამა 2018 წელს სოციალურ ქსელში წერდა, შვილს მამის სახელი დაარქვა.
“1994 წლის 10 მარტია. მის დაბადებას ველოდებით, მაგრამ ისეთი დროა, ვაზი სამუშაოებს მოითხოვს. სოფელში ვარ, გამალებულ სამუშაოებს ვასრულებ. მიშიკო ავალიანი და დათო გეგეშიძე გამოჩნდნენ. გულმა მიგრძნო და ისმის მიშიკოს ხმა – ბიჭია, ბიჭიიი!
პირველი რაც გავიფიქრე, მამაჩემის სახელი და ადამიანობა გაგრძელდა. ბაბუასავით თავაწეული დააბიჯებს ამ ქვეყანაზე. წარმატებები შენს მომავალს!” – წერდა კახა ზივზივაძე.
წყარო: Ambebi.ge