მეტეოროლოგი, კობა ფარტენაძე, ამინდის განახლებულ პროგნოზს აქვეყნებს:
“მიმდინარე წლის აღდგომის სადღესასწაულო დღეები, გასული წლებისგან განსახვავებით წვიმიანი იქნება!
უახლოეს დღეებში, ამინდს მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე, გრილი და ნოტიო ჰაერის მასების ინტენსიური გავრცელება განსაზღვრავს.
რაც შეეხება 6 მაისს, ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე, ნალექის ინტენსივობა დაიკლებს და მხოლოდ მცირე წვიმა შენარჩუნდება, ასე, რომ ამ ჩვენთვის მნიშვნელოვან დღეს, დიდ ორშაბათს, როდესაც პატივი უნდა მივაგოთ მიცვალებულებს, ძლიერი წვიმის საშიშროება ნაკლებია.
7 მაისიდან, დაიწყება გამოდარება და 8 მაისს საქართველოში მზიანი ამინდი იქნება.
თუ თქვენს ცხოვრებაში დიდი პარასკევი არ არის, არ შეიძლება იყოს აღდგომის სიხარული მთელი სისავსით, შესაბამისად, ეს უამინდობაც მზიანი დღეების დასაწყისად ჩავთვალოდ…
გისურვებთ ბედნიერ აღდგომას – ის სიხარული, რასაც ჩვენ ვიგრძნობთ, არის სიცოცხლე”