“ტრაგედია ტრიალებს ნახალოვკაში… სამივე გარდაცვლილი ამ უბნელია” – რაჭაში მომხდარი უმძიმესი ავარიის დეტალები: ცნობილი ერთ-ერთი დაღუპულის ვინაობა

  • მთა­ვარ ფო­ტო­ზე: ლუკა ჯი­ქუ­რა­ძე

ტრა­გე­დია დატ­რი­ალ­და რა­ჭა­ში. ონის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში მომ­ხდარ ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვას 3 ადა­მი­ა­ნი ემსხვერ­პლა.

  • არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბო­დე­უ­რის ხი­დი­დან მსუ­ბუ­ქი მარ­კის ავ­ტო­მო­ბი­ლი ხევ­ში გა­და­ვარ­და. 3 ახალ­გაზ­რდა ად­გილ­ზე და­ი­ღუ­პა, არი­ან და­შა­ვე­ბუ­ლე­ბიც.

ახალ­გაზ­რდე­ბი რა­ჭა­ში თბი­ლი­სი­დან სტუმ­რად იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ. და­ღუ­პუ­ლე­ბი უბ­ნე­ლე­ბი არი­ან.

AMBEBI.GE-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ერთ-ერთი გარ­დაც­ვლი­ლი ლუკა ჯი­ქუ­რა­ძეა.

“ტრა­გე­დია ტრი­ა­ლებს, ინ­გრე­ვა მთელ ნა­ხა­ლოვ­კა ამ ბი­ჭე­ბის ცოდ­ვით. სა­მი­ვე გარ­დაც­ვლი­ლი ნა­ხა­ლოვ­კე­ლია. სო­ფელ ხი­და­შე­ლებ­ში სტუმ­რად იყ­ვნენ, იქი­დან წა­მოს­ვლი­სას მოხ­და ტრა­გე­დია. მან­ქა­ნა ხევ­ში გა­და­ვარ­და. ორი დღით იყ­ვნენ იყ­ვნენ წა­სუ­ლე­ბი.

ლუკა ჩემს ხელ­ში გაზ­რდი­ლია. ერთი და ჰყავს და ერთი ტყუ­პი ძმა. ძა­ლი­ან კარ­გი და წე­სი­ე­რი ბიჭი იყო. ახ­ლა­ხან მო­ას­ვე­ნეს სახ­ლში. სა­ში­ნე­ლე­ბა ხდე­ბა აქ” – გვიყ­ვე­ბა გარ­დაც­ვლი­ლი ლუკა ჯი­ქუ­რი­ძის ახ­ლო­ბე­ლი.

მომ­ხდარ­ზე გა­მო­ძი­ე­ბა 276-ე მუხ­ლის მე­ექ­ვსე ნა­წი­ლით და­ი­წყო.