საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვილი სანიოლი საქართველოში რჩება. ამის შესახებ ინფორმაციას Geo Team ავრცელებს
“სანიოლს სამომავლო გეგმებზე უკვე ვესაუბრეთ” 🇬🇪
შემოდგომაზე, ერთა ლიგის მატჩებში საქართველოს ნაკრებს კვლავ ვილი სანიოლი უხელმძღვანელებს. ამის შესახებ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა დაადასტურა.
🔘 “ვილი სანიოლს წლის ბოლომდე აქვს მოქმედი ხელშეკრულება და ის აგრძელებს მუშაობას საქართველოს ნაკრებში.”
🔘 “სამომავლო გეგმებზე ვილი სანიოლთან ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდეც ვისაუბრეთ. ჩვენი სურვილია, რომ ის დარჩეს საქართველოს ნაკრებში.”
🔘 “მისი პოზიციაც ვიცით. ის კომფორტულად გრძნობს საქართველოში თავს და სამომავლო გეგმები აქვს ჩვენთან ერთად. ეს სურვილებია და ამას დეტალურად გავივლით ერთად უახლოეს მომავალში. ორივე მხარის სურვილია, გავაგრძელოთ თანამშრომლობა.” – თქვა ლევან კობიაშვილმა გადაცემაში “სპორტი იმედზე”. 📌
ვილი სანიოლი საქართველოს ნაკრებში 2021 წლის დასაწყისიდან მუშაობს და სწორედ მისი მწვრთნელობის ქვეშ ითამაშა ჩვენმა ნაკრებმა ისტორიაში პირველად ევროპის ჩემპიონატზე.