“ყვირილი თავიდან არ ამომდის” – ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა მძღოლმა, სატვირთო ავტომობილით პარკში შეკრებილებს გადაუარა: დაიღუპა სამი ადამიანი

ნიუ-იორკში ალ­კოჰო­ლის ზე­მოქ­მე­დე­ბის ქვეშ მყოფ­მა მძღოლ­მა სატ­ვირ­თო ავ­ტო­მო­ბი­ლით ცხრა ადა­მი­ანს გა­და­უ­ა­რა, აქე­დან სამი მათ­გა­ნი შემ­თხვე­ვის შე­დე­გად და­ი­ღუ­პა. ისი­ნი ლო­უ­ერ ისტ სა­იდ­ზე აშშ-ის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის დღეს აღ­ნიშ­ნავ­დნენ.

“ყვი­რი­ლი თა­ვი­დან არ ამომ­დის”, – უთხრა ერთ-ერ­თმა შეძრწუ­ნე­ბულ­მა მოწ­მემ The Post-ს.

პო­ლი­ცი­ამ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, რომ რამ­დე­ნი­მე ოჯა­ხი კორ­ლირს ჰუკ პარკში იმ­ყო­ფე­ბო­და, რო­დე­საც ნაც­რის­ფერ­მა Ford F-150-მ უო­თერ სტრი­ტი­სა და ჯექ­სონ სტრი­ტის გა­დაკ­ვე­თა გა­დაჭ­რა, ტრო­ტუ­არ­ზე გა­და­ვი­და და მწვა­ნე ზო­ნა­ში შე­იჭ­რა.

ერთ-ერთი თვითმხილ­ვე­ლის თქმით, ხალ­ხი ბე­ის­ბო­ლის მო­ედ­ნის ტრი­ბუ­ნებ­თან ახ­ლოს ბარ­ბე­ქი­უ­ზე იმ­ყო­ფე­ბო­და – ეს ად­გი­ლი კი პირ­და­პირ ქუ­ჩის მო­პირ­და­პი­რე მხა­რეს მდე­ბა­რე­ობს იმ გა­ჩე­რე­ბის ნიშ­ნი­დან, რო­მელ­საც სატ­ვირ­თო გას­ცდა.

“სწო­რედ იქ მოხ­და შე­ჯა­ხე­ბა. თუ პირ­და­პირ წახ­ვალთ, ზუს­ტად იმ სივ­რცე­ში მოხ­ვდე­ბით”, – თქვა ერთ-ერ­თმა მოწ­მემ.

და­შა­ვე­ბუ­ლე­ბი სხვა­დას­ხვა კლი­ნი­კა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს. კლი­ნი­კა­შია გა­დაყ­ვა­ნი­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლის მძღო­ლიც.

არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­შა­ვე­ბუ­ლე­ბი­დან მხო­ლოდ ორს აქვს მსუ­ბუ­ქი და­ზი­ა­ნე­ბე­ბი, და­ნარ­ჩე­ნე­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა კი მძი­მეა.

პო­ლი­ცი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით მძღო­ლი ნას­ვამ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იყო. გა­მო­ძი­ე­ბა გრძელ­დე­ბა.