სოციალურ ქსელში სულ ცოტა ხნის წინ გიორგი ჩაკვეტაძისა და ელენე ზურაბიშვილის ვიდეო გავრცელდა, რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა: “ერთად ხართ”, “რა ლამაზი წყვილია”, “უხდებით ერთმანეთს, გაგვიხარდება, თუ ერთად ხართ…” – წერენ კომენტარებში. ელენეს, რომელიც მსახიობ გოგოლა კალანდაძის ქალიშვილია, ამაზე პასუხი არ გაუცია, თუმცა კომპლიმენტები მის ვიდეოზე არ წყდება.