“3 წლის ბავშვი ჭაში ჩავარდა, მამა იმწამსვე გადაეშვა, მაგრამ შვილი ვერ იპოვა…” – რა მოხდა საჩხერეში დღეს და ვინ არის კაცი, რომელმაც მეგობრის შვილი გადაარჩინა?
საჩხერეში, სოფელ არგვეთში 3 წლის ბავშვი 18-მეტრიან ჭაში ჩავარდა. დემეტრე ჭიდან მეზობელმა, ნუგზარ კიპაროიძემ ამოიყვანა. შემთხვევა რამდენიმე საათის წინ მოხდა. ბავშვი თბილისში არის გადმოყვანილი, მისი მდგომარეობა სტაბილურია, გონზე მოვიდა, თუმცა ხელოვნურად აძინებენ.“კვირის პალიტრა” ოჯახის ახლობელს ესაუბრა, რომელმაც მომხდარის დეტალები აღწერა: “დემეტრე, რომელიც მეზობლის ეზოში იმყოფებოდა, სკამი დაინახა, აიღო და ჭას მიადგა, წყალი მწყურია, უნდა დავლიოო. ჭას თავსახური…