ძლიერი 7,1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა იაპონიაში – გამოცხადებულია ცუნამის საფრთხე
იაპონიის საზოგადოებრივი მაუწყებელის NHK -ის ინფორმაციით, სამხრეთ-დასავლეთ იაპონიაში 7.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. გამოცხადებულია ცუნამის საფრთხე. NHK-ის ცნობით, ხელისუფლებამ გაავრცელა ცნობა ცუნამის საფრთხის შესახებ წყნარი ოკეანის სანაპიროზე, კიუშუსა და შიკოკუს დასავლეთ კუნძულებზე, რომელიც, სავარაუდოდ, ერთ მეტრს მიაღწევს. NHK-ის თქმით, მიაძაკის პრეფექტურაში კიუშუზე ტალღები უკვე დაფიქსირდა. წყარო