რას გახდა 15 წლის გოგონას გარდაცვალების მიზეზი და რას ჰყვებიან ახლობლები

თბი­ლის­ში, ინ­გო­როყ­ვას კლი­ნი­კა­ში 15 წლის მო­ზარ­დი მა­რი­ამ ბე­ნაშ­ვი­ლი გარ­და­იც­ვა­ლა, რო­მე­ლიც 20 დღის წინ დე­დოფ­ლის­წყა­რო­ში, მშე­ნე­ბა­რე პარ­კის ხე­ლოვ­ნურ ტბა­ში შე­უძ­ლოდ გახ­და. მო­ზარ­დის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია ოჯა­ხის ახ­ლობ­ლებ­მა სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლით გა­ავ­რცე­ლეს. მათი ინ­ფორ­მა­ცი­ით, გო­გო­ნა ხე­ლოვ­ნუ­რი სუნ­თქვის აპა­რატ­ზე იყო შე­ერ­თე­ბუ­ლი, თუმ­ცა მისი მდგო­მა­რე­ო­ბი­დან გა­მოყ­ვა­ნა, ვერ მო­ხერ­ხდა.

ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მიმ­დი­ნა­რე წლის 21 აგ­ვის­ტოს, დე­დოფ­ლის­წყა­როს მშე­ნე­ბა­რე ცენ­ტრა­ლუ­რი პარ­კის ხე­ლოვ­ნურ ტბა­ში არას­რულ­წლო­ვა­ნე­ბი ცუ­რავ­დნენ, რა დრო­საც ერთ-ერთი მათ­გა­ნი შე­უძ­ლოდ გახ­და.

ად­გილ­ზე სას­წრა­ფო-სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის ჯგუ­ფი გა­მო­ი­ძა­ხეს. მათ მო­ზარ­დი ჯერ ად­გი­ლობ­რივ კლი­ნი­კა­ში მი­იყ­ვა­ნეს, შემ­დეგ კი თბი­ლის­ში გა­და­იყ­ვა­ნეს უგო­ნო მდგო­მა­რე­ო­ბა­ში. მომ­ხდარ­ზე გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 115-ე, თვით­მკვლე­ლო­ბამ­დე მიყ­ვა­ნის მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს.

AMBEBI.GE-ს მა­რი­ამ ბე­ნაშ­ვი­ლის ახ­ლო­ბე­ლი უყ­ვე­ბა:

“მა­რი­ა­მი 16 სექ­ტემ­ბერს 16 წლის გახ­დე­ბო­და. 21 აგ­ვის­ტოს დე­დოფ­ლის­წყა­რო­ში ჯა­ფა­რი­ძე­ე­ბის უბ­ნი­დან მო­ზარ­დე­ბი ავ­ტო­ბუ­სით მშე­ნე­ბა­რე პარკში წა­ვიდ­ნენ გა­სარ­თო­ბად. მა­რი­ა­მი ხე­ლოვ­ნურ ტბა­ში ტან­საც­მლით და ფეხ­საც­მლით იპო­ვეს უგო­ნო მდგო­მა­რე­ო­ბა­ში. წყალ­ში თვი­თონ ჩა­ვი­და, ჩა­ვარ­და, თუ ხელი კრეს და ჩა­აგ­დეს, არა­ვინ იცის, მო­ზარ­დე­ბი არა­ფერს ამ­ბო­ბენ. ზო­გა­დად, მა­რი­ამს წყლის შიში ჰქონ­და…

გო­გო­ნა ერთ ბიჭს, ად­გი­ლობ­რივს ამო­უყ­ვა­ნია წყლი­დან და სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბა გა­მო­უ­ძა­ხი­ათ, სას­წრა­ფოს ექი­მებს უთ­ქვამთ, ჩვენ ვე­რა­ფერს ვი­ზამ­თო და მაშ­ვე­ლებს აუ­მუ­შა­ვე­ბი­ათ მისი გული. მას მერე მა­რი­ამს ტვი­ნი ჰქონ­და გა­თი­შუ­ლი და 20 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში კლი­ნი­კა­ში ხე­ლოვ­ნუ­რი სუნ­თქვის აპა­რატ­ზე იყო შე­ერ­თე­ბუ­ლი, ვე­რა­ფე­რი უშ­ვე­ლეს. ექი­მებ­მაც ვერ გა­ი­გეს, გო­გო­ნას რა და­ე­მარ­თა, იმის მი­ხედ­ვით რომ მე­ღოთ ზო­მე­ბი.

რო­გორც ამ­ბო­ბენ, ტვი­ნი დიდ­ხანს იყო უჰა­ე­როდ და ამი­ტომ გა­ი­თი­შა. მა­რი­ა­მის დე­დას თავ­ში სიმ­სივ­ნე აქვს, ძა­ლი­ან ცუ­და­დაა, სა­ცო­და­ო­ბა ტრი­ა­ლებს… ბავ­შვე­ბის ჩვე­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე ვე­რა­ფერს ას­კვნი­ან, რო­გორც თქვეს, ყვე­ლამ სხვა­დას­ხვა ჩვე­ნე­ბა მის­ცა. ალ­ბათ იცი­ან და არა­ფერს ამ­ბო­ბენ. არც იმას გა­მო­რი­ცხა­ვენ, რომ პარკში უსაფრ­თხო­ე­ბის ზო­მე­ბი არ იყო და­ცუ­ლი და ამი­ტო­მაც მა­ლა­ვენ სი­მარ­თლეს”.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე: