ბათუმში განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთ პირი დააკავეს ცხელ კვალზე – შსს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ბათუმში, ცხელ კვალზე, 1995 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი რ.ც. დააკავეს განზრახ მკვლელობის ბრალდებით. შსს-ს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ბათუმში, ურთიერთშელაპარაკებისას, 1997 წელს დაბადებული ა.წ. დანის გამოყენებით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი კაცი სამედიცინო დაწესებულებაში მიყვანამდე გარდაიცვალა. განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 15 წლამდე…