სად შეიძლება აორთქლდეს ჩვენი საპენსიო დანაზოგები? – ქართველი ექსპერტის გაფრთხილება
“ეს რეფორმა არ არის, წარმოუდგენელი სითავხედეა – ხელისუფლების სითავხედეს არ აქვს საზღვარი“, – ასე ეხმაურება „ბიზნესპრესნიუსთან“ ეკონომიკის ექსპერტი აკაკი ცომაია „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონში დაგეგმილ ცვლილებებს. როგორც ცომაია აღნიშნავს, ეკონომიკის სამინისტროს მიერ პარლამენტისთვის წარდგენილი კანონპროექტით, ფაქტობრივად, საპენსიო სააგენტოსგან სახელმწიფო ბანკს ქმნიან, სადაც საინვესტიციო საბჭოს საშუალებით, გადაწყვეტილებებს იღებს მთავრობა. “ფაქტობრივად, თუ მის შინაარსობრივ მხარეს ავიღებთ, საპენსიო…