გორში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და ერთი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას “ინტერპრესნიუსი” ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და გადაბრუნდა, შედეგად ქვეითი, 35 წლამდე ასაკის ქალი დაიღუპა, ხოლო 13 წლის მოზარდი დაშავდა. არსებული ინფორმაციით, დედა-შვილი სასაფლაოზე იმყოფებოდნენ.