“გაყვითლებული” და გაბრაზებული რონალდუ – პირველი ტაიმის შემდეგ საქართველო პორტუგალიას ამარცხებს

ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტის ბოლო, მე­სა­მე ტურ­ში, F ჯგუფ­ში სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბი პორ­ტუ­გა­ლი­ას უპი­რის­პირ­დე­ბა და პირ­ვე­ლი ტა­ი­მის შემ­დეგ ან­გა­რი­შით 1:0 ამარ­ცხებს.

გუნ­დე­ბი შემ­დე­გი სას­ტარ­ტო შე­მად­გენ­ლო­ბე­ბით გა­ვიდ­ნენ მო­ე­დან­ზე:

სა­ქარ­თვე­ლო:

მა­მარ­დაშ­ვი­ლი, კა­შია, გვე­ლე­სი­ა­ნი, დვა­ლი, კა­კა­ბა­ძე, ქო­ჩო­რაშ­ვი­ლი, კი­ტე­იშ­ვი­ლი, ლო­ჩოშ­ვი­ლი, ჩაკ­ვე­ტა­ძე, კვა­რა­ცხე­ლია, მი­ქა­უ­ტა­ძე

პორ­ტუ­გა­ლია:

კოშ­ტა, სე­მე­დუ, ა. სილ­ვა, დი­ა­ში, კან­სე­ლუ, ნე­ვე­ში, პა­ლი­ნია, ფერ­ნან­დე­ში, ბ. სილ­ვა, ფე­ლიქ­სი, რო­ნალ­დუ

თა­მა­ში ქარ­თვე­ლე­ბის აქ­ტი­უ­რო­ბით და­ი­წყო, რაც მე-2 წუთ­ზე ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლი­ას გო­ლით გაგ­რძელ­და. მან პორ­ტუ­გა­ლი­ე­ლე­ბის კარი მი­ქა­უ­ტა­ძის გა­და­ცე­მის შემ­დეგ აიღო. ამის შემ­დეგ პორ­ტუ­გა­ლი­ე­ლე­ბი ინი­ცი­ა­ტი­ვას და­ე­უფლნენ და უპი­რა­ტე­სო­ბაც მათ მხა­რეს იყო, თუმ­ცა ჩვე­ნე­ბი კარ­გად იცავ­დნენ თავს. მე-16 წუთ­ზე თა­მაშ­ში ჩარ­თვა მო­უ­წია გი­ორ­გი მა­მარ­დაშ­ვილს, რო­მელ­მაც რო­ნალ­დუს უძ­ლი­ე­რე­სი დარ­ტყმა ულა­მა­ზე­სი ნახ­ტო­მით მო­ი­გე­რია. მან კი­დევ რამ­დენ­ჯერ­მე ითა­მა­შა უნაკ­ლოდ. პორ­ტუ­გა­ლი­ე­ლე­ბი ბევ­რს გვი­ტევ­დნენ, მაგ­რამ ჩვე­ნი დაც­ვის ხაზი, ფაქ­ტობ­რი­ვად, უშეც­დო­მოდ თა­მა­შობ­და.

30-ე წუთ­ზე რო­ნალ­დუმ სი­მუ­ლა­ცი­ის­თვის ყვი­თე­ლი ბა­რა­თი მი­ი­ღო, ის ჩვენს სა­ჯა­რი­მო­ში წა­იქ­ცა, რის მე­რეც თერ­თმეტ­მეტ­რი­ანს ითხოვ­და.

იხი­ლეთ ასე­ვე: