ახლახან სასულიერო პირი გარდაიცვალა

საჩხერის საკათედრო ტაძარი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს:

“დიდ პარასკევს, იესო ქრისტეს ჯვარცმის დღეს, 91 წლის ასაკში ღვთივგანისვენა საჩხერის წმ. ნინოს სახ. საკათედრო ტაძრის წინამძღვარმა დეკანოზმა დავითმა(კაციტაძე), რომელიც რამდენიმე ათეული წელი ღირსეულად ემსახურებოდა დედაეკლესიას.

ორშაბათს, 6 მაისს მამა დავითი გადასვენდება წმ. ნინოს სახ. საკათედრო ტაძარში. 10 საათზე აღევლინება საღმრთო ლიტურგია. 15:00 საათზე ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტი დანიელი(დათუაშვილი) ეპარქიის სამღვდელოებასთან ერთად შეასრულებს წესის აგებას. სამშაბათს, 7 მაისს 10 საათზე აღევლინება საღმრთო ლიტურღია. 14:00 საათზე დეკანოზი დავითი დაიკრძალება ამავე ტაძრის ეზოში არსებულ სასაფლაოზე“, – ნათქვამია სამძიმრის პოსტში.

დიდ პარასკევს, იესო ქრისტეს ჯვარცმის დღეს, 91 წლის ასაკში ღვთივგანისვენა საჩხერის წმ. ნინოს სახ. საკათედრო ტაძრის…

Posted by საჩხერის საკათედრო ტაძარი Cathedral Church of Sachkhere on Friday, May 3, 2024