ზუგდიდი-მესტიის დამაკავშირებელ გზაზე, სოფელ ეცერის ტერიტორიაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ძმები ემსხვერპლა.
რსებული ინფორმაციით, ავტომობილი, რომელშიც ძმები ლერი და როლანდ პაკელიანები ისხდნენ, გზის სავალი ნაწილიდან მდინარეში გადავარდა. ძმები შემთხვევის ადგილზე დაიღუპნენ.
სამძებრო-სამაშველო სამუშაოების შედეგად ორივე ცხედარი იპოვეს და სახლში გადაასვენეს.
შსს-მ მომხდარის გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს..
ასევე ნახეთ: