“დღეს, მათ აჩვენეს შეშინებული მდგომარეობა იმიტომ, რომ მთელი საზოგადოება ნელ-ნელა ერთიანდება და ხვდება, რომ ისინი არიან რუსების სამსახურში” – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომელიც რუსთაველის გამზირზე იმყოფება და სადაც საპოლიციო ძალები მშვიდობიან დემონსტრანტებს ძალის გამოყენებით შლიან და აკავებენ:
“შეშინებული, გაქცეული, როგორც ყოველთვის იყო რუსეთის რენეგატების ხელისუფლება საქართველოში.
დღეს, მათ აჩვენეს შეშინებული მდგომარეობა იმიტომ, რომ მთელი საზოგადოება ნელ-ნელა ერთიანდება და ხვდება, რომ ისინი არიან რუსების სამსახურში და ამ რუსების სამსახურს არ მიიღებს ქართული საზოგადოება. კომედიაა რასაც აწყობენ, რა დაკავება რუსთაველის და რა ქნეს დაიკავეს და რა ქნეს ამით, სასაცილოა ეს ყველაფერი, მათ წააგეს საქართველო. ახლა დაიკავონ კვადრატული “მეტროები”, როგორც მათი ლიდერი ამბობს. აი ამ კვადრატულ მეტრებში იქნებიან ისინი მოქცეული და ეს კვადრატული მეტრები სულ უფრო დავიწროვდება. ამაში ვართ ჩვენ, ეს არის ნათელი და ამ მდგომარეობაში არის მთელი ნათელი საზოგადოება, ძალიან ნათლად გაირკვა დღეს ყველაფერი,” – განაცხადა მარგველაშვილმა.