ცნობილია საჩხერეში მოკლული 18 წლის ბიჭის ვინაობა – “ის მართლაც იყო გამორჩეულად პოზიტიური, ზრდილობიანი, თავმდაბალი”

სა­ჩხე­რე­ში 18 წლის ბიჭი მოკ­ლეს. მკვლე­ლო­ბა ურ­თი­ერ­თშე­ლა­პა­რა­კე­ბის ნი­ა­დაგ­ზე მოხ­და. და­ნა­შა­ულ­ში ბრალ­დე­ბუ­ლიც ასე­ვე 18 წლის არის, ის პო­ლი­ცი­ამ უკვე და­ა­კა­ვა.

  • მოკ­ლუ­ლი ახალ­გაზ­რდა გი­ორ­გი მა­ი­სუ­რა­ძეა. მან გო­რი­სის სა­ჯა­რო სკო­ლა გა­სულ წელს და­ამ­თავ­რა.

“ვუ­თა­ნაგ­რძნობთ ოჯახს და გა­მოვ­თქვამთ უდი­დეს მწუ­ხა­რე­ბას გი­ორ­გის გარ­დაც­ვა­ლე­ბის გამო. ეს არის მო­უ­შუ­შე­ბე­ლი ტკი­ვი­ლი მისი მშობ­ლი­უ­რი სკო­ლი­სა და ყვე­ლა ახ­ლო­ბე­ლი ადა­მი­ა­ნის­თვის, ვინც ერთჯერ მა­ინც შეხ­ვედ­რია მის მომ­ღი­მარ და სიყ­ვა­რუ­ლით სავ­სე თვა­ლებს. ის მარ­თლაც იყო გა­მორ­ჩე­უ­ლად პო­ზი­ტი­უ­რი, ზრდი­ლო­ბი­ა­ნი, თავ­მდა­ბა­ლი და კე­თი­ლი…” – წე­რია სკო­ლის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

AMBEBI.GE სკო­ლის დი­რექ­ტორს ესა­უბ­რა. მან თქვა, რომ მომ­ხდა­რით შო­კი­რე­ბუ­ლია და სა­უ­ბა­რი უჭირს.

“ჩვე­ნი სკო­ლა წელს და­ამ­თავ­რა, გი­ორ­გი მა­ი­სუ­რა­ძეა მოკ­ლუ­ლი ახალ­გაზ­რდა. ძა­ლი­ან კარ­გი ბიჭი იყო. და­დე­ბი­თად და­ვა­ხა­სი­ა­თებ. ცუ­დის თქმა მას­ზე არ შე­მიძ­ლია. მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბულს არ ვიც­ნობ. აქ ცხოვ­რობ­და თუ არა არ ვიცი. და­ზუს­ტე­ბით არ ვიცი რა ინ­ცი­დენ­ტი მოხ­და. დღეს გა­ვი­გე ეს ამ­ბა­ვი და ძა­ლი­ან გან­ვიც­დი. ამ წუ­თებ­ში ისეთ ემო­ცი­ურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ვარ რომ სა­უ­ბა­რი მი­ჭირს, შოკ­ში ვარ. ძა­ლი­ან გთხოვთ არ მა­ლა­პა­რა­კოთ. ძა­ლი­ან და­დე­ბი­თი, ძა­ლი­ან პა­ტი­ო­სა­ნი ბიჭი იყო გი­ორ­გი. წელს და­ამ­თავ­რა ჩვე­ნი სკო­ლა. მარ­თლა უმ­ძი­მე­სი ფაქ­ტია მომ­ხდა­რი. სო­ფელ­ში მოხ­და ეს ფაქ­ტი და რა­ტომ დატ­რი­ალ­და ეს ტრა­გე­დია ჯერ დე­ტა­ლე­ბი არ ვიცი” – თქვა სკო­ლის დი­რექ­ტორ­მა.

რა გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს შსს?

“ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს იმე­რე­თის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, ცხელ კვალ­ზე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი­სა და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით, 2006 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ნ.შ. და­ა­კა­ვეს.

და­ნა­შა­უ­ლი 10-დან 15 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ ბრალ­დე­ბულ­მა სა­ჩხე­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის ერთ-ერთ სო­ფელ­ში, ურ­თი­ერ­თშე­ლა­პა­რა­კე­ბის ნი­ა­დაგ­ზე, 2006 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი გ.მ. ცივი ია­რა­ღით დაჭ­რა. დაჭ­რი­ლი ახალ­გაზ­რდა სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მიყ­ვა­ნამ­დე გარ­და­იც­ვა­ლა”.